თამარ ტალიაშვილი: ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ინტერესებს იზიარებს ხელისუფლება, მაგრამ ვერ იზიარებს ოპოზიცია

ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს უსმენენ. მინისტრობის კანდიდატი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს.

“ქართული ოცნების ძირითადი ამოცანა და გზავნილი არის, რომ 2024 წელს საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ამ  მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროს  პოზიციის მოსმენა  ჩვენი გუნდისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ იცით, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველომ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, განახორციელა მათ შორის საკანონმდებლო ჰარმონიზაცია. დღეს ჩვენი კითხვები იქნება უკვე დაგეგმილ ნაბიჯებთან დაკავშირებით” – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, თამარ ტალიაშვილი ასევე შეეხო საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს.

„ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ინტერესი და ჩართულობა მოწმობს პარტნიორების კეთილგანწყობას საქართველოს სახელმწიფოსადმი, რაც გამოიხატება მათ განცხადებებში და რასაც იზიარებს მხოლოდ ხელისუფლება, მაგრამ ვერ იზიარებს ოპოზიცია. ამისი არა ერთი მაგალითი შემiძლია მოვიყვანო.

ბოლო პერიოდიდან შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანმა განაცხადა, რომ არ უნდა იყოს მცდელობები  იმასთან დაკავშირებით, რომ რადიკალიზაცია მოხდეს საქართველოში და კიდევ ერთხელ მოუწოდებს რადიკალურ ოპოზიციას შემოვიდეს პარლამენტში, რადგან არ არსებობს საფუძველი იმისა  რომ საქართველოში ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით საერთოდ საუბარი არსებობდეს,  ყველა საერთაშორისო მისიამ ერთხმად დაადასტურა, რომ დემოკრატიულ პირობებში ჩატარდა არჩევნები  და  მათ შორის აღნიშნეს რომ კარგად ორგანიზებული არჩევნები იყო” – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები