გიგი უგულავა: სამართალდამცველები თუ აქ შემოიჭრებიან, მე ვპირდები თითოეულ მათგანს, მათ სახელებსა და გვარებს ყველა ბოძზე გამოვაკრავთ
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, თუ სამართალდამცველები ,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეიჭრებიან, მათ სახელებს ყველა ბოძზე გააკრავენ.
„სამართალდამცველები თუ აქ შემოიჭრებიან, მე ვპირდები თითოეულ მათგანს, მათ სახელებსა და გვარებს ყველა ბოძზე გამოვაკრავთ.
თუ რომელიმე პოლიციელი ამ კატასტროფაში მონაწილეობას მიიღებს, ის სირცხვილის ბოძზე უნდა იყოს გაკრული. მისმა შვილებმა უნდა იცოდნენ, რომ მამა ჰყავთ მკვლელი. სხვანაირად ჩვენ ვერ შევცვლით და გვეყოლება ყოველთვის ახალი მთავრობა, რომელიც იმ ნაძირლებს გამოიყენებს, ვინც შეიძლება, კანონის სახელით კანონი ფეხქვეშ გათელოს და უდანაშაულო ადამიანები დაიჭიროს. მთავარი პრობლემა ეს არის და არა – სიტყვიერი შეფასება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. პრემიერმინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.