ირაკლი ზარქუა – ნიკა მელიაზე: თუ „ცოტნე დადიანობა“ უნდა, მაშინ ქალები, ბავშვები და პოლიტიკოსები რატომ ჰყავს აფარებული?

“ჩემთვის ცოტა გაუგებარია, აბსურდია, გუშინ და დღეს რასაც ვუყურებთ. ჯერ სასამართლო არ ჩატარებულა და სად გამაგრდნენ, ვის გაუმაგრდნენ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილ, ნიკა მელიას მხარდამჭერებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მელია მარაზმშია გადასული.

​”ბოევიკებს“ უყურებს, ეტყობა, მელია და დრამატიზებას ცდილობს. მოეშვას ამ სისულელეს. თუ მართლა გული შესტკივა ამ გულშემატკივრებზე, თავის ოჯახზე – ადექი და გადაიხადე ჩვეულებრივად. გეკუთვნის, იცი და გადაიხადე. შენც დაისვენებ, ჩვენც და მთელი საქართველოც. მარაზმშია უკვე გადასული. თუ „ცოტნე დადიანობა“ გინდა, მაშინ ქალები, ბავშვები და პოლიტიკოსები რატომ ჰყავს აფარებული? ან თუ შეკრება უნდოდათ ერთად, შალვას ფანჩატურში არ იყვნენ? ცუდად დაუბერა, თუ რა ხდება? სად დადიან, რას აკეთებენ? ელემენტარულია, არის დარღვევა, შესაბამისად, უნდა გადაიხადოს“, – აცხადებს ზარქუა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები