დავით მათიკაშვილი: მინდა, მოვუწოდო პარლამენტში შემოსულ ოპოზიციურ სპექტრს, სრულად მიიღონ მონაწილეობა საგამოძიებო კომისიის მუშაობაში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი პარლამენტში შესულ ოპოზიციონერებსაც მოუწოდებს, არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის მუშაობაში სრულად მიიღონ მონაწილეობა.
„მინდა, მოვუწოდო ასევე პარლამენტში შემოსულ ოპოზიციურ სპექტრს, სრულად მიიღოს მონაწილეობა ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში. რამდენადაც ვიცი, პარლამენტში არსებულ ოპოზიციურ ძალთაგან ერთი პარტია იკავებს თავს ამ კუთხით. ვფიქრობ, უნდა იყოს სრულად ათვისებული მთლიანი რესურსი, რათა კიდევ ერთხელ მთელი მსოფლიოს გასაგონად ძალიან მკაფიოდ იქნას გაცემული პასუხი აბსოლუტურად ყველა კითხვაზე. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ „ქართული ოცნება“ ამ კუთხით არის ძალიან გახსნილი. ასეთი შეთავაზება ოპოზიციისთვის, არ ვიცი, ალბათ, მისი ძალიან მცირე მაგალითები თუ მოიძებნება ისტორიაში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.