ლავროვმა ევროკავშირის “ნამდვილ დამცირებაზე” ისაუბრა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ევროკავშირის ნამდვილი დამცირება 2014 წელს, უკრაინის კრიზიის დროს იყო.

ამის შესახებ ის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც თქვეს, რომ დიპლომატის ვიზიტი “დამცირებით დასრულდა”.

“როდესაც უკრაინაში გადატრიალება მოხდა, ევროკავშირმა, დიდწილად, უუნარობა გამოავლინა იმ შეთანხმების მიმართ, რომელიც წინა დღით ადრე უკრაიჯის მთავრობასა და ოპოზიციას შორის შედგა და რომელსაც ხელს გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის დიპლომატები აწერდნენ. ოპოზიციამ ამ შეთანხმებებსა და ევროკავშირს პოზიციას დააფურთხა. და მე ვფიქრობ, რომ სწორედ მაშინ იყო ევროკავშირის ნამდვილი დამცირება”, – თქვა ლავროვმა ფინელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ .

რაც შეეხება ევროკავშირთან რუსეთის ურთიერთობას, დიპლომატმა თქვა, რომ ამ ურთიერთობიდან ცოტა რამ თუ იყოს დარჩენილი.

“მრავალი წელია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებთან, ახლა ჟოზეფ ბორელისთან, მანამდე ფედერიკა მოგერინისთან ზოგადი საკითხების განხილვას ეთმობოდა, იქნება ეს სირია, ირანის ბირთვული პროგრამა, რადგან ჩვენი ურთიერთობა თითქმის აღარ დარჩა”, – თქვა ლავროვმა.

მისივე თქმით, რუსეთის მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის უნდა იყოს მზად.

“არჩევანი ევროკავშირზეა, თუ იქ გადაწყვეტენ, რომ ურთიერთობის აღდგენა საჭიროა, ამისთვის ჩვენც ვიქნებით მზად”, – თქვა რუსეთის პირველმა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები