ქეთევან წამებულის გამზირზე, მიტოვებულ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ქეთევან წამებულის გამზირზე, 19 ნომერში, მიტოვებული საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული და ამ წუთებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები