ლანჩხუთს 12 ინფრასტრუქტურული პროექტი დაუფინანსდა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად პირველ ეტაპზე 12 პროექტი დაფინანსდება, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდმა მუნიციპალიტეტს 2,224,182 ლარი გამოუყო.
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროექტები მოიცავს:თბილისის ქუჩაზე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობას;კოსტავას ქუჩაზე გზის მოასფალტებას; აღმაშენებლის ქუჩაზე გზისმოასფალტებას; ცინცაძის ქუჩაზე გზის მოასფალტებასა და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობას; გურამიშვილის ქუჩაზე გზის მოასფალტებასა და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობას; კუპრეიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობას; ვადაჭკორიას ქუჩაზე გზის მოასფალტებას; სოფელ მამათის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში განთავსებული საბავშვო ბაღის ოთახების შეკეთებას; გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, იმნაძეების უბანში, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობას; ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჯაპანაში წყალმომარაგების სისტემის მოწყობას; ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდასასოფლო გზის გადახვნას, მოხრეშვასადა სანიაღვრე არხების მოწყობას; ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ქვიანის საბავშვო ბაღის არსებული შენობის რეაბილიტაციას.
შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.