გიგი უგულავა: უკრაინაში სააკაშვილს შევხვდი, დიდი საუბარი არ გვქონია, უბრალოდ, გადავიკვეთეთ და უკრაინაზე ვისაუბრეთ

“საქართველოსთან დაკავშირებით მასთან არ მისაუბრია, უკრაინაში, როცა მიხეილ სააკაშვილს შევხვდი, დიდი საუბარი არ გვქონია, უბრალოდ, გადავიკვეთეთ და უკრაინაზე ვისაუბრეთ”, – ამის შესახებ, „ევროპული საქართველოს“  უკვე ყოფილმა ლიდერმა, გიგი უგულავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

უგულავამ უკრაინაში მისი ვიზიტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამას ჰქონდა ერთადერთი მიზანი – მოენახულებინა ის ადამიანები, რომლებიც იმის გამო, რომ არ დაეჭირა ხელისუფლებას, უცხო ქვეყანაში გადაიხვეწნენ.

„უკრაინაში ჩემი ვიზიტის მიზანი იყო იმ ადამიანების ნახვა, რომლებსაც ჩემ გამო, ზუსტად 1 წლის წინ, ციხეში რომ არ წასულიყვნენ, ქვეყნის დატოვება მოუწიათ. ამის გამო მე მაქვს დისკომფორტი, რადგან იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას მე დავეჭირე, დათო ალავიძე, დათო ავალიანი, მოაშორეს ოჯახს და დევნილობისთვის გაწირეს.
უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს შევხვდი. დიდი საუბარი არ გვქონია, უბრალოდ, გადავიკვეთეთ და უკრაინაზე ვისაუბრეთ. საქართველოზე მასთან არ მისაუბრია, მითუმეტეს პარტიულ საკითხებზე, რადგან ვთვლი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავმჯდომარე და თუ რამე მაქვს სათქმელი პირდაპირ ვეტყვი ბატონ ნიკას, რომელსაც სოლიდარობას ვუცხადებ და იმედი რეპრესიებს გადაურჩება.
რაც შეეხება პარტიას, ჩვენ ვსაუბრობთ განახლებაზე, ორი კაცი მივდივართ და თუ გგონიათ, რომ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა გიგა ბოკერიას დარჩენოდა პარტია, დამერწმუნეთ, ეს არის აბსურდი,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები