პოლონეთში, პროტესტის ნიშნად, მუშაობა 43-მა მედიასაშუალებამ შეაჩერა
პოლონეთში რამდენიმე ინტერნეტ-გამოცემამ და ტელეარხმა მუშაობა შეაჩერა.
მედია რეკლამაზე დაწესებულ მაღალ გადასახადს აპროტესტებს, აქცია დღის ბოლომდე გაგრძელდება.
პროტესტში მონაწილეობენ 43 მედიასაშუალება და მედიაჯგუფი, მათ შორის, Gazeta.pl, Onet.pl, ТVN-24, RMF FM, Rzeczpospolita, Wirtualna Polska.
პოლონეთის მთავრობამ რეკლამაზე ახალი გადასახადი იმ მოტივით დააწესა, რომ შემოსავლების ნაწილი პანდემიის შედეგების ლიკვიდაციას მოახმაროს, ასევე, თანხა გადაირიცხება ძეგლების დაცვის ეროვნულ ფონდსა და მედიასივრცეში ეროვნული მემკვიდრეობისა და კულტურის მხარდაჭერისთვის.
მედიასაშუალებები კი მიიჩნევენ, რომ რეკლამაზე დაწესებული ახალი გადასახადი უამრავი ტელეარხისა და მცირე გამოცემების ლიკვიდაციას გამოიწვევს, პირველ ყოვლისა, ოპოზიციურების. ასევე, მედიაში ფიქრობენ, რომ მთავრობამ პანდემიასთან ბრძოლის ტვირთი მათ არ უნდა აკიდოს.