დავით მათიკაშვილი: „ევროპული საქართველოს“ რეიტინგი ძალიან დაბალია და კიდევ ერთხელ ხდება მათი ლუსტრაცია, როგორც „ნაცმოძრაობის“ ანასხლეტი პარტიის
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ რეიტინგი ძალიან დაბალია და კიდევ ერთხელ ხდება მათი ლუსტრაცია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტი პარტიის.
„ეს განცხადება კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ „ევროპულ საქართველოს“ ყველა პროცესში საკმაოდ ნეგატიური და დესტრუქციული როლი გააჩნია. რეალურად, მათ დასაკარგი არაფერი აქვთ. საზოგადოებამ ნახა, რომ მათი რეიტინგი ძალიან დაბალია. იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკურ პროცესებზე რამე პოზიტიური კვალი დატოვონ, კიდევ ერთხელ ხდება მათი ლუსტრაცია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტი პარტიის. მათი ნეგატიური კვალი კარგად ჩანს. იმის გამო, რომ ამ პარტიას არანაირი რეიტინგი არ გააჩნია, სურს, ყველაფერი ჩაშალოს, რაზეც კი ხელი მიუწვდება“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტის, საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობას არ ცნობენ და, შესაბამისად, კომისიის სხდომაზე არ მივლენ.