არჩილ თალაკვაძე: თუ ოპოზიცია საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე იტყვის უარს, ჩაითვლება, რომ მისი ბრალდება არჩევნების გაყალბების შესახებ აღარ არსებობს

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტსა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ოპოზიციონერი დეპუტატების ჩართვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ისინი საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე უარს იტყვიან ჩაითვლება, რომ ბრალდება არჩევნების გაყალბებაზე აღარ არსებობს.

„თუ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე იტყვიან უარს, ჩაითვლება, რომ მათი ბრალდება არჩევნების გაყალბების შესახებ აღარ არსებობს”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2″-ის პირდაპირ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები