მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს პარლამენტის წევრებს ვაშინგტონში ექნებათ შესაძლებლობა, გამართონ არაერთი შეხვედრა, ისაუბრონ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებზე
საქართველოს პარლამენტის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, ვაშინგტონში არაერთი შეხვედრა გამართონ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„გარკვეული დროა გასული მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს შორის არ ყოფილა ურთიერთობები. აქედან გამომდინარე, აშშ-ში ქართველ დეპუტატთა ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს პარლამენტის წევრებს, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ვაშინგტონში შესაძლებლობა ექნებათ, გამართონ არაერთი შეხვედრა, ისაუბრონ საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ ამ ურთიერთობების წარმართვას მომავალში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონში „სუვერენული ერების ალიანსის“ მონაწილეები შეიკრიბებიან, მათ შორის იქნებიან ქართველი დეპუტატებიც. საპარლამენტო დელეგაციის მიწვევის ავტორი რესპუბლიკელი კონგრესმენია.