თამარ ტალიაშვილი: ინტელექტუალური საკუთრების პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი კამპანია ხელს შეუწყობს ადგილობრივი მეწარმეების ეკონომიკურ ზრდას

საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ” შეთანხმების (DCFTA) 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ფორმალურ და პრაქტიკულ მხარეებზე კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.

,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ” შეთანხმებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სტანდარტებს. ფორმალურ სამართლებრივ ჭრილში მნიშვნელოვანი შედეგი გვაქვს. გამომდინარე იქედან, რომ პრაქტიკაში კანონის განხორციელება ასევე სამართლებრივი სისტემის შეფასების ნაწილია, მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ პრაქტიკაზე. ვხვდებით სავაჭრო ობიექტებს რომლებიც კონტრაფაქციული პროდუქტებით ვაჭრობენ. ფაქტია ეს ჩრდილს აყენებს ევროკავშირთან ასოცირების მოთხოვნების შესრულებას. ასევე, ჩვენი ადგილობრივი ინოვაციური და კრეატიული მეწარმეების, სტარტაპერების ეკონომიკურ ზრდას აფერხებს კონტრაფაქციით გაჯერებული ბაზარი.

მინდა, შემოგთავაზოთ ახალგაზრდების ჩართულობით მაღალი დონის ცნობიერების ამაღლების ერთობლივი კამპანიის დაგეგმვა. ახალგაზრდებზე აქცენტს ვაკეთებთ, რადგან ქცევით ეკონომიკაში პოზიტიური ცვლილებები ახალგაზრდებთან მუშაობით ქმედითად ვითარდება”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

აღნიშნულ სხდომაზე საკითხი წარმოადგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ. მან იმ ღონისძიებების შესახებ ისაუბრა, რაც 2020 წლის განმავლობაში განახორციელეს სხვადასხვა რეფორმის, მათ შორის, საკანონმდებლო დაახლოების კუთხით, ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით, ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები