რუსთავის ავტობაზრობამ მუშაობა განაახლა

რუსთავის ავტობაზრობამ მუშაობა განაახლა. დღეიდან Autopapa-ს ტერიტორიაზე ავტომობილის განთავსება და შეძენა დისტანციურთან ერთად ადგილზე ვიზიტითაც იქნება შესაძლებელი.

ფრენებზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ავტოდილერებმა საქართველოში ჩამოსვლის მზადყოფნაც გამოთქვეს.

ეკონომიკის გახსნის გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდა.

გახსნის მომდევნო ეტაპზე, 15 თებერვლიდან ამოქმედდება კვების ობიექტებისა და რესტორნების ღია სივრცეები. ასევე, 15 თებერვლიდან გააგრძელებენ სკოლის მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში.

შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. კვლავ დახურული იქნება მთის კურორტები და უმაღლესი სასწავლებლები. ასევე, ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები