DMO Imereti-ს მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე საინფორმაციო ტურისტული ცენტრი მოეწყობა

DMO Imereti-ს მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, მოფრენის დარბაზში საინფორმაციო ტურისტული ცენტრი მოეწყობა, რომელსაც ადმინისტრირებას DMO Imereti გაუწევს.

როგორც ,,კვირას” DMO Imereti-დან აცნობეს, გაფრენის დარბაზში შეიქმნება ბრენდირებული ფოტოზონა, რომელთანაც გამგზავრებისას ქალაქის სტუმრები ფოტოებს გადაიღებენ. ასევე, აეროპორტის ტერიტორიაზე არსებულ ავტობუსებზე, ტრაპებზე, ბარგის ურიკებზე გაჩნდება წარწერა – ქუთაისი.

ბრენდის ფერებში მოიხატება აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული შენობაც.

როგორც DMO Imereti-ში აცხადებენ, აღნიშნული აქტივობების მიზანი ქალაქის პოპულარიზაცია, მის შესახებ ცნობადობის ამაღლება ტურისტულად ისეთ მნიშვნელოვან ობიექტზე, როგორიც აეროპორტია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები