2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება. ინიციატორები ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატები არიან.

მმართველი გუნდი ოპოზიციას კომისიის საქმიანობაში ჩართვას, ხოლო კომისიის ფარგლებში საარჩევნო უბნების ხელახლა გადათვლასა და უბნებში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოყენებას სთავაზობს.

როგორც პარლამენტის ვიცესპიკერმა, კახა კუჭავამ გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა კიდევ ერთი ტესტია ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციისთვის – რეალურად სჯერათ იმ ბრალდებების, რომლებსაც ახმოვანებენ, თუ ბრალდებები არჩევნებში საკუთარი მარცხის გასამართლებლად და საკუთარი დესტრუქციული მიზნების მისაღწევად გამოიგონეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები