ლენტეხში 4 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყება
2014 წელს ლენტეხის მუნიციპალიტეტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან პირველ ეტაპზე 1 059 100 ლარს მიიღებს. შერჩეული პრიორიტეტული პროექტების დასაფინანსებლადლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 1 059 100 ლარი მოითხოვა. აღნიშნული თანხა 4 პროექტის დასაფინანსებლად გადანაწილდება. ლექსურის ღელეზე მოეწყობა გაბიონები მოსახლეობის დაცვის მიზნით.
კეთილმოეწყობა დაბა ლენტეხის ქუჩები და მიმდებარე ტერიტორიები. დაგეგმილია ლენტეხის სპორტკომპლექსის ცენტრალურ სტადიონზე სარბენი ბილიკების მოწყობა და შენობის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, დაბა ლენტეხში მდინარე ლასკადურის მარცხენა სანაპიროს ბეტონის კედელს, სტალინის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის დაცვის მიზნით, რეაბილიტაცია ჩუტარდება. პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოები შესაბამისი კლიმატური პირობების დადგომისთანავე დაიწყება. შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.