ევროპაში კოვიდ19-ის ტესტის ყალბი პასუხის გაყიდვის შემთხვევები გამოვლინდა
ევროპის საპოლიციო სააგენტოში(Europol) განაცხადეს, რომ დაფიქსირებულია კორონავირუსზე უარყოფითი პასუხის ყალბი სერტიფიკატის გაცემის ფაქტი გამოვლინდა.
“მაშინ, როდესაც მგზავრობებზე შეზღუდვები შენარჩუნებულია, ცხადია, რომ ბოროტმოქმედები გამოიყენებენ შესაძლებლობას, ყალბი სერტიფიკატები გაყიდონ”, – აღნიშნულია განცხადებაში.
აღინიშნება, რომ შემთხვევები დაფიქსირებულია ესპანეთსა და საფრანგეთში. კერძოდ, პარიზში კორონავირუსზე უარყოფით ტესტებს პირდაპირ შარლ-დე-გოლის აეროპორტში ყიდდნენ.
“ტექნოლოგიების ფართო წვდომის გათვალისწინებით, მაღალი ხარისხის პრინტერების სახით, ბოროტმოქმედებს შეუძლიათ დაბეჭდონ მაღალი ხარისხის ყალბი დოკუმენტები”, – განმარტავენ Europol-ში.