ჩეხეთმა სამთო-სათხილამურო კურორტებზე საბაგიროები განუსაზღვრელი დროით გააჩერა, ამ ლოკაციებზე ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია

ჩეხეთმა სამთო-სათხილამურო კურორტებზე საბაგიროები განუსაზღვრელი დროით გააჩერა.

მთავრობის ცნობით, ზამთრის კურორტები დიდ პრობლემას წარმოადგენს და ამ ლოკაციებზე ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია. მიუხედავად იმისა, რომ მთის კურორტებზე სასტუმროები არ ფუნქციონირებს, მოქალაქეები მაინც ჩადიან დასასვენებლად და ნაცნობების სახლებში ჩერდებიან. ახალი რეგულაციებით, მოსახლეობა დაბინავებას მხოლოდ საკუთარ სახლებში შეძლებს.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სკოლები როგორც დაგეგმილი იყო 1 თებერვალს აღარ გაიხსნება და სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

28 იანვარს, ჩეხეთის მთავრობამ ახალი რეგულაციები მიიღო, რომელიც 29 იანვრიდან შევა ძალაში. ქვეყნის შიგნით, სამსახურეობრივი მოგზაურობები კვლავ დასაშვებია, თუმცა ახალი რეგულაციების თანახმად, პირს დამსაქმებლის მიერ წერილობითი განმარტების თან ქონა ევალება. სამსახურეობრივი მიზნით მგზავრობისას, პირებს ოჯახის წევრებთან ერთად მგზავრობა ეკრძალებათ.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მთავრობა მოქალაქეებისთვის, ყოველ სამ დღეში ერთხელ, კორონავირუსზე უფასო ტესტების დარიგებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები