,,გლოვოს” კურიერები პროტესტის ნიშნად მუშაობას წყვეტენ – მიტანის სერვისი შეაჩერა ,,მაკდონალდსის” გარდა ყველა ობიექტმა

,,გლოვოს” კურიერები, ტარიფის დაწევისა და ბონუსების შეცვლის მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს აანონსებენ. ათეულობით კურიერი დღეს კომპანიის სათავო ოფისთან შეიკრიბა და მისამართებზე გასვლაზე უარს ამბობს მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

რეგულაციებისადმი პროტესტის ნიშნად, მიტანის სერვისი რესტორნებმაც ერთი დღით გამორთეს. მიტანის სერვისის მომსახურებას მხოლოდ ,,მაკდონალდსი” აგრძელებს.

კომპანიები რესტორნების გახსნას 1-ელი თებერვლიდან ითხოვენ. ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ კი განაცხადა, რომ რესტორნები საქართველოში 1-ელ  მარტამდე არ გაიხსნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები