იაგო ხვიჩია: მე მჯერა, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში

“მე მჯერა, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში”, – ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

„გირჩის“ ლიდერს სჯერა, რომ მოლაპარაკებების რესურსი ამოწურული ჯერ არ არის

„იმდენად ხშირად ამბობენ არ შევალთო, რომ თუ მართლა არ გინდა შესვლა, ამჯერად არ იტყოდი“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ის პარლამენტის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე შესაძლო უარის თქმის საკითხსაც გამოეხმაურა.

„სწორი, პრაგმატული იქნება მათი მხრიდან, იმიტომ რომ ჩემი აზრით უნდა იცოდნენ, რომ მათი კოლეგები, პარლამენტის წევრები არიან ჩიხში. უმეტესობას პარლამენტში უნდა შესვლა და რაღაც ძალა არ უშვებს. ნაცვლად იმისა, რომ ამ ძალის დაძლევაში დაეხმარონ ოპოზიციას მანდატები შეუწყვიტონ არასწორია, არაკოლეგიალურიც არის“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები