სოზარ სუბარი: გავიდა ჩვენი ოპოზიცია ყველანაირ ზღვარს, – მოვესწარი იმ დღეს, როდესაც უნდობლობას უცხადებს NDI-ის

გავიდა ჩვენი ოპოზიცია ყველანაირ ზღვარს. მოვესწარი იმ დღეს, როდესაც უნდობლობას უცხადებს NDI-ის ოპოზიცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება NDI-ის ანგარიშს ყოველთვის ითვალისწინებდა.

“ხელისუფლება NDI-ის ანგარიშს ყოველთვის უწევდა ანგარიშს, თუმცა მე ყოველთვის ვამბობდი, რომ როდესაც არჩევნების წინ NDI-ის გამოცხადებული რიცხვები და არჩევნების შედეგი 20%-ზე მეტად არ იქნება განსხვავებული, მაშინ გამოვუცხადებ უფრო მეტ ნდობას – მეთქი, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც საპირისპიროს ამბობდა ყოველთვის და ახლა რატომღაც ეჭვი შეიტანეს მეთოდოლოგიაში, კეთილსინდისიერებაშიც – ნუ კეთილსინდისიერებაზე აღარაფერს ვამბობ, რასაც ელჩებზე და ჩვენს მეგობრებზე და პარტნიორებზე ამბობდნენ, საერთოდ გავიდა ჩვენი ოპოზიცია ყველანაირ ზღვარს”, – განაცხადა “პალიტრანიუსის” ეთერში გადაცემა “360 გრადუსში”  სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები