“ნიკორა” თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვეხმაურებით ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ სამწუხარო ინციდენტის ფაქტს”, – ამის შესახებ „ნიკორა ტრეიდის“ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

“კერძოდ, გუშინ, 25 იანვარს დიღმის ტერიტორიაზე, ჩვენი ფილიალის მიმდებარედ თანამშრომელს (რომელიც ამ დროს იყენებდა კუთვნილ შესვენებას და ტერიტორია ჰქონდა დატოვებული) ქუჩაში შელაპარაკების ნიადაგზე ჩვენთვის უცნობმა ადამიანმა მიაყენა სხეულის დაზიანება. დაზარალებულს ჩაუტარდა ოპერაცია და მისი მდგომარეობა არის სტაბილური.

გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არც ინციდენტი და არც უშუალოდ ფაქტი ფილიალის ტერიტორიაზე არ მომხდარა.

აღნიშნულის გამო გამოვთქვამთ მწუხარებას და ჩვენს თანაგუნდელს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები