ირაკლი შონია NDI-ის კვლევაზე: მოსახლეობის გამოკითხვის მიხედვით პოლიტიკოსთა შორის ლიდერობს და პირველ ადგილს იკავებს გიორგი გახარია! გიორგი გახარიას მეშვეობით ვართ სწორეთ მსოფლიო პოლიტიკის ფერხულში ჩაბმულნი,რაც საამაყოა!

მოსახლეობის გამოკითხვის მიხედვით პოლიტიკოსთა შორის ლიდერობს და პირველ ადგილს იკავებს გიორგი გახარია, – ამის შესახებ ირაკლი შონია სოციალურ ქსელში წერს.

შონია ასევე წერს – გიორგი გახარიას მეშვეობით ვართ სწორეთ მსოფლიო პოლიტიკის ფერხულში ჩაბმულნი,რაც პირადად ჩემთვის საამაყოა!
საქართველო საიმედო ადამიანის ხელშია!

“NDI-ის კვლევებს დღეს აქვეყნებენ საინფორმაციო სააგენტოები,მათ შორის ის სატელევიზიო არხები ვისგანაც ყველაზე მეტი კრიტიკა და ხშირად ცილისწამებაც მოედინება საქართველოს პრემიერის მიმართ. მოსახლეობის გამოკითხვის მიხედვით პოლიტიკოსთა შორის ლიდერობს და პირველ ადგილს იკავებს გიორგი გახარია!
ხშირად გადავაადგილდები ფეხით და ცხადია მოსახლეობის განწყობაც კარგად ვიცი,ამიტომ არ გამკირვებია დღევანდელი კვლევის შედეგები და ცხადია ჩემთვის სასიხარულოა.
ჯერ კიდევ ზაფხულში,წინა საარჩევნო კამპანიის დროს და მანამდეც,იგივე შედეგი დადო “ედისონ რისერჩის” გამოკითხვებმაც,ცხელ პოლიტიკურ ზაფხულის პერიოდშიც რადიო “თავისუფლებამ” გაახმოვანა მოსახლეობასთან გამოკითხვის შედეგები, სადაც ასევე ლიდერობდა გიორგი გახარია! ამ შედეგებს ცხადია თვალყურს ადევნებს მტერ-მოყვარე როგორც საქართველოს შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთაც…გიორგი გახარიას მზარდი პოპულარობის შედეგია,მისი ხელმეორედ პრემიერობის შემდეგ მსოფლიო წამყვანი ქვეყნების მოსალოცი გზავნილები, რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტების განაცხადი და სიმპათიები ჩვენი ქვეყნის პრემიერისადმი!

გიორგი გახარიას მეშვეობით ვართ სწორეთ მსოფლიო პოლიტიკის ფერხულში ჩაბმულნი,რაც პირადად ჩემთვის საამაყოა!
საქართველო საიმედო ადამიანის ხელშია!
წარმატებების მას, ყველა ერთგულ ადამიანთან ერთად და მადლობა ჩვენს მოსახლეობას, რომელსაც არაფერი ეშლება და მათი პოზიცია გახმოვანდა დღეს. ეს ერთგვარი საზომი და ბარომეტრია ახლო მომავალში პოლიტიკურ სფეროში”,- წერს ირაკლი შონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები