მიხეილ სარჯველაძე: დაუშვებელია, პროტესტმა მიიღოს ისეთი ფორმა, რომელიც მართლზომიერების ფარგლებს სცილდება

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, სოციალური თუ ნებისმიერი საპროტესტო მუხტით, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს საზოგადოებაში, შექმნას დრამატული სცენარები.

მისივე თქმით, არაფრითაა დასაშვები, რომ პროტესტმა მიიღოს ისეთი ფორმა, რომელიც მართლზომიერების ფარგლებს სცილდება.

„აშკარაა, ოპოზიცია ცდილობს, სოციალური თუ ნებისმიერი საპროტესტო მუხტით, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს საზოგადოებაში, შექმნას დრამატული სცენარები და ამაზე ხელი მოითბოს, რაც არ გახლავთ ზნეობრივი და ეთიკურად გამართული საქციელი. არავის ამ ქვეყანაში არ აქვს უფლება საკუთარი თავის უფრო მაღლა დაყენების, ვიდრე კანონია. ეს არაფრითაა დასაშვები, რომ პროტესტმა მიიღოს ისეთი ფორმა, რომელიც სცილდება მართლზომიერების ფარგლებს. ამის მიღმა ნებისმიერი პროტესტი და გამოხატვის ფორმა არის დასაშვები და მისაღები. შესაბამისად, არ მგონია, რომ ყველა ადამიანი, რომელიც პროტესტს აცხადებს, ან გარკვეული ფორმით გამოხატავს აზრს, იყოს ნაწილი ოპოზიციის გეგმებისა. არიან ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სურთ, გამოხატონ საკუთარი აზრი. ყველას დაკავშირება ოპოზიცის გეგმებთან, ვფიქრობ, არ იქნება სწორი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები