ბექა ოდიშარია: მინდა, გაჟღერდეს, რომ ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვნად ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები გამოიკვეთა

“ძალიან დასანანია, რომ ადამიანებს შეეზღუდათ გადაადგილების საშუალება. პირველ ყოვლისა, ვითვალისწინებთ ეპიდემიოლოგების, ექსპერტების, ჯანდაცვის მუშაკების აზრს, თუმცა, ჩვენი საბოლოო მიზანი არის ხალხის კეთილდღეობა და, ალბათ, უნდა ვიპოვოთ ტოლობის ნიშანი”, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მისასალმებელია პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის წევრების, ცალკეული კომიტეტების, პარტიის ლიდერების ჩართულობა მთავრობის მიერ დაფუძნებულ საკოორდინაციო საბჭოში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხმა ისმოდეს საკოორდინაციო საბჭოზე. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ პარლამენტი მუდმივად არის ამ დისკუსიაში ჩართული. ხვალ იგეგმება გაფართოებული სხდომა, რომელსაც კომიტეტების თავმჯდომარეები დაესწრებიან. მაშინ როდესაც კოვიდპანდემიის პირველი ტალღა იყო, რომელიც დამანგრეველი იყო მსოფლიოში არაერთხელ ისმოდა რომ დიასპორას სჭირდებოდა საკოორდინაციო საბჭოში ჩართულობის საშუალება. ახლა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თბილისის მაჟორიტარების სახელით ისევე, როგორც თითოეული პარლამენტის წევრის სახელით, საზოგადოებას ვუთხრა, რომ თითოეული თქვენი გზავნილი არის ჩვენს მიერ განხილული და გათვალისწინებული. სწორედ ამიტომ ვსარგებლობ ჩემი კოლეგების მხარდაჭერით და მინდა, გაჟღერდეს, რომ ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვნად ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები გამოიკვეთა”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები