მიხეილ სარჯველაძე: როგორც ჩანს, ოპოზიციაში არიან ძალები, რომლებისთვისაც იმთავითვე გამორიცხული იყო მოლაპარაკება, ასევე ძალები, რომლებთან მოლაპარაკების რესურსი შესაძლოა, კვლავაც იყოს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, როგორც ჩანს, ოპოზიციაში არსებობენ ძალები, რომლებისთვისაც მოლაპარაკება თავიდანვე გამორიცხული იყო.

თუმცა, სარჯველაძის თქმითვე, არიან ისეთი ძალებიც, რომლებთან მოლაპარაკების რესურსი შესაძლოა, კვლავ არსებობდეს.

„როგორც ჩანს, ოპოზიციაში არიან ძალები, რომლებისთვისაც იმთავითვე გამორიცხული იყო მოლაპარაკება. მე არ მგონია, რომ პერსპექტივა არსებობდა იმთავითვე, თუმცა ამას შეფასება და გაანალიზება სჭირდება. ასევე, იმთავითვე ცხადი იყო, რომ ოპოზიციაში არსებობდნენ ძალები, რომლებთანაც მოლაპარაკება შეიძლება, კვლავაც ჰქონდეს რესურსი, ეს ცხადია. ოპოზიციის შეფასებისას წყალგამყოფი და კრიტერიუმი არის ის, თუ რამდენად შეუძლიათ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, ქვეყნის და საზოგადოების ინტერესი დააყენონ უფრო მაღლა, ვიდრე – ვიწროპარტიული ინტერესები. ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ყველა ოპოზიციურ პარტიას ავალდებულებს, რომ შეასრულოს კონკრეტული ფუნქცია, რაც გულისხმობს პარლამენტში მოღვაწეობას და შესაბამისად, საპარლამენტო ცხოვრებაში, კონკრეტულ დისკუსიებში იმ ხმების გახმოვანებას, რომელი ხმებიც მათ ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის მხრიდან აქვთ მოპოვებული“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები