ნატო-ს გენერალური მდივნისა და საქართველოს პრეზიდენტის პრესკონფერენცია (ვიდეო)

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტრანსატლანტიკური კავშირის ძლიერი მხარდამჭერია და საქართველო ამ კავშირის ნაწილია.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ მხარს უჭერს ნატო-ს გადაწყვეტილებებს, მათ შორის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებაც.

საქართველოს პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ მიუხედევად პრობლემებისა საქართველო ინარჩუნებს სტაბილურობას.

“მიუხედავად პანდემიის კრიზისისა, ჩვენს სამეზობლოში არსებული კონფლიქტისა, ოკუპირებული ტერიტორიებისა, გაზრდილი პროვოკაციებისა და ანექსიისთვის გაწეული ძალისხმევისა, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურობას, დგას მყარად და რეფორმების გატარებისა და არჩევნების გზით ავითარებს მის დღის წესრიგს დემოკრატიის კონსოლიდირების მიმართულებით”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები