თავდაცვის მინისტრმა ლიეტუვას ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩთან, ანდრიუს კალინდრასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ანდრიუს კალინდრას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მინისტრმა ლიეტუვას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მან ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებით განხორციელებაში ლიეტუვას როლი ხაზგასმით აღნიშნა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვას შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ისეთ კონკრეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა სამხედრო განათლება, სტრატეგიული კომუნიკაციები და კიბერუსაფრთხოება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ლიეტუვასთან თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები