სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი ცხინვალის რეგიონზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
სასამართლოს ცნობით, სასამართლოს დიდმა პალატამ 17 მოსამართლის შემადგენლობით დაადგინა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებელია რუსეთი, რადგან იგი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე.
,,შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
ამ ისტორიული გადაწყვეტილებით საქართველოს პირველად აქვს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას ადასტურებს.
დღევანდელი გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის,”- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სტრასბურგის სასამართლო, აგვისტოს ომი, სამართალისტრასბურგის სასამართლო: რუსეთი ცხინვალის რეგიონზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
სასამართლოს ცნობით, სასამართლოს დიდმა პალატამ 17 მოსამართლის შემადგენლობით დაადგინა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებელია რუსეთი, რადგან იგი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე.
,,შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
ამ ისტორიული გადაწყვეტილებით საქართველოს პირველად აქვს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას ადასტურებს.
დღევანდელი გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის,” – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ცნობისთვის, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.