ცაგერი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონი ლარით დაფინანსდა

  ცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მთავრობამ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან პირველ ეტაპზე 1 256 600 ლარი გამოყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას განსახილველად სულ 4 პროექტი წარუდგინა.
2014 წელს ცაგერში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის შესყიდვა და მოწყობა იგეგმება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება პოლიციის ყოფილ შენობას, სადაც შემდგომში ბიბლიოთეკა განთავსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ცაგერის სურათების გალერეაც საჭიროებს.
ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რომელიც ცაგერის ხელისუფლებამ პრიორიტეტად მიიჩნია, სოფელ ლაილაში თაბორის 8-კილომეტრიანი მისასვლელი გზის რეაბილიტაციაა. პროექტების განხორციელება გაზაფხულიდან დაიწყება.
შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები