მეცნიერთა აზრით, კორონავირუსისგან დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება პირბადეა

The Lancet Digital Health-ის მიხედვით, პირბადის ტარება მნიშვნელოვნად ამცირებს ინფიცირების რისკს, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მათივე ინფორმაციით, მეცნიერთა აზრით, კორონავირუსის გავრცელებისა და ახალი ეპიდაფეთქებებისგან თავის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება პირბადეა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ასევე, ხაზგასმულია, რომ კვლევა, რომელიც ჩაატარა The Lancet Digital Health-მა, ეყრდნობა მონაცემების მათემატიკურ მოდელირებას და ცხადყოფს, რომ პირბადის 10%-ით ტარებამ შესაძლოა, გაასამმაგოს ვირუსის გადაცემის კონტროლი.

„ჩვენი დაკვირვების თანახმად, პირბადის ტარებას შეუძლია ვირუსის გავრცელების შენელება, რადგან ის წარმოადგენს ბუნებრივ ბარიერს ვირუსისთვის. ცხადია, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, თუმცა, ჩვენ ვთავაზობთ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს, რომ შეიმუშავონ შესაბამისი რეგულაციები პირბადის სავალდებულო ტარებასთან დაკავშირებით. ასევე, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ პირბადის ტარება ვერ ჩაანაცვლებს სოციალური დისტანციის მნიშვნელობას“, – აღნიშნულია კვლევაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები