დასავლეთ ირანში ორი 4.5 და 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ევროპა-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიურმა ცენტრმა (EMSC) განაცხადა.
შესაძლო ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
გარდა ამისა, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.
ირანის ეროვნული სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ხუზესტანის პროვინციაში, ქალაქ სალანდის მახლობლად მდებარეობდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი რვა კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ბიძგები იგრძნობოდა აჰვაზის, ენდიმეშკისა და დეზფულის ქალაქებში.
შესაძლო ზარალის შესაფასებლად და დახმარების გასაწევად, დაზარალებულ ტერიტორიაზე წითელი ნახევარმთვარის სამაშველო ჯგუფები გაგზავნეს.