უკრაინამ მოსკოვის ოლქზე ასობით დრონით იერიში მიიტანა – დაშავდა 10 ადამიანი

უკრაინამ 20 ივლისის ღამეს მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის მიმართულებით მასშტაბური დრონებით შეტევა განახორციელა.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმაში 400-მდე უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა, რომელთა უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს.

“ღამის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიებზე 381 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათგან 85 – მოსკოვის რეგიონში”,- აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

რუსეთის ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მოსკოვის ოლქში 10 ადამიანი დაშავდა. ხანძარი გაჩნდა რამდენიმე ადგილას, დაზიანდა სადისტრიბუციო ცენტრი კოლოდინოში, ასევე ცეცხლი გაუჩნდა ლვოვსკის ნავთობბაზას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები