რუსეთში ბენზინის შენახვისთვის ჯარიმების დაწესება დაიწყო
რუსეთში, ავტოფარეხებსა და სარდაფებში დიდი რაოდენობით ბენზინის შენახვისთვის ადმინისტრაციული ჯარიმები დაიწყო,- ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.
“ფსკოვის რეგიონში პირველი ოქმები უკვე შედგენილია”,- განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა მიხაილ ვედერნიკოვმა თავის Telegram არხზე.
რეიდები ჩატარდა საცხოვრებელ შენობებსა და ავტოფარეხებში. შემოწმების შედეგად გამოვლინდა ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების რეგულაციების დარღვევები – მცხოვრებლები თავიანთ ავტოფარეხებში ინახავდნენ საწვავის მნიშვნელოვან რაოდენობას, რაც მკაცრად აკრძალულია.
დამრღვევების წინააღმდეგ შედგა ოქმები, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის მუხლით.
ფიზიკურ პირებს 5000-დან 15000 რუბლამდე გაფრთხილება ან ჯარიმა ემუქრებათ, ხოლო იურიდიულ პირებს 150000-დან 300000 რუბლამდე ჯარიმა.
გუბერნატორმა მოსახლეობას მოუწოდა, არ შეინახონ ბენზინი და სხვა აალებადი სითხეები ავტოფარეხებსა და სარდაფებში და დაიცვან ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების რეგულაციები.