ლუკა კურტანიძე: თუ შევხედავთ საქართველოს ისტორიას, ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ადამიანი არ გვყავს

ბიძინა ივანიშვილს თავისი ქვეყნის წინაშე არც ერთი შეცდომა არ დაუშვია. თუ შევხედავთ მთელს ჩვენს საქართველოს ისტორიას, ასეთი ადამიანი არ გვყავს, მისინაირი ადამიანი არ გვყოლია, – ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში ვეტერანმა მოჭიდავემ და საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრმა ლუკა კურტანიძემ განაცხადა.

როგორც კურტანიძე აღნიშნავს, თუ გადავხედავთ მსოფლიო პოლიტიკურ ველს, ყველა ხელისუფლების ქმედებაში ოპოზიცია შეცდომებს ეძებს და არ შეიძლება ადამიანმა შეცდომა არ დაუშვას.
„ქართული ოცნება არის ის გუნდი, სადაც ცოცხლობს ყველასათვის ქართული ოცნების ასრულების იმედი – ეს არის გაერთიანებული, მთლიანი საქართველო. იქამდე, სანამ ამ ოცნების ახდენის იმედი იცოცხლებს საქართველოს მოსახლეობაში, მე ვიქნები ამ ადამიანთა რიგებში.
რაც შეეხება შეცდომებს, შევხედოთ მსოფლიო პოლიტიკურ ველს – ყველა ხელისუფლების ქმედებაში ოპოზიცია შეცდომებს ეძებს. არ შეიძლება ადამიანმა, რაც არ უნდა ძლიერი იყოს შეცდომა არ დაუშვას, მითუმეტეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს. შეცდომას გაშვებინებენ ის ადამიანები, რომლებიც ირგვლივ არიან მრავლად.
ბიძინა ივანიშვილს თავისი ქვეყნის წინაშე არც ერთი შეცდომა არ დაუშვია. თუ შევხედავთ მთელს ჩვენს საქართველოს ისტორიას, ასეთი ადამიანი არ გვყავს, მისინაირი ადამიანი არ გვყოლია. ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ქველმოქმედი, რაც მან შეძლო და კიდევ რა პროექტებსაც აგრძელებს, ჩვენ არ გვყოლია, ამის თქმა თამამად შემიძლია,“ – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები