თბილისში კორონავირუსის 647 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში – 249, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 145

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 647 თბილისში, 249 იმერეთში, 145 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 398 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 166 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 232 PCR ტესტით.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 550 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 647 შემთხვევა, აჭარა – 58, იმერეთი – 249, ქვემო ქართლი – 93, შიდა ქართლი – 95, გურია – 53, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 145, კახეთი – 106, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები