ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში ხანძარს ერთი პირი ემსხვერპლა

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა.
როგორც „რეგიონულ კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
„112-ში შემოვიდა შეტყობინება ხანძრის შესახებ, ადგილზე გავიდა მეხანძრე-მაშველების ორი ეკიპაჟი. ხანძარი იყო 2-დან 5 კვ.მ-ზე მოდებული. ხანძრის ჩაქრობის შემდეგ, აღმოჩენილი იქნა ერთი ცხედარი“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე, მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები