ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად დასახელებულია 2021 წლის პირველი კვარტალი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად 2021 წლის პირველი კვარტალი სახელდება.
„დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საბჭოა, როგორც შინაარსობრივად, ასევე, ჩვენ შევდივართ კოვიდ 19-ის მართვის ახალ ფაზაში და აქ წამყვანი როლი აქვს ვაქცინას. დღევანდელი საბჭო ეძღვნება ვაქცინის გეგმის შემუშავების დასრულებას. დოკუმენტის შინაარსში განვიხილეთ ვაქცინის მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება იმისთვის, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანა ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოხდეს.
ტექნიკური მზაობა, „ცივი ჯაჭვი“ სრულად შევისწავლეთ და მოხდა ინვენტარიზაცია. ამასთან დაკავშირებით დოკუმენტში განხილულია, თუ რა მზაობაა ქვეყანაში. ასევე, მნიშვნელოვანია პერსონალის მზაობა. COVAX-პლატფორმიდან მივიღეთ წერილი და ორშაბათს, 18 იანვარს სამინისტრომ უნდა გაგზავნოს საპასუხო წერილი.
ჩვენ დეტალურად უნდა ვუპასუხოთ, თუ რა მზაობაა ქვეყანაში ვაქცინის შემოსატანად. სავარაუდო თარიღად დასახელებულია 2021 წლის პირველი კვარტალი. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ჩვენი დოკუმენტი დააკმაყოფილებთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები