ვასილ ჩიგოგიძე: ბუკნარელმა ახალგაზრდებმა მითხრეს, რომ განხორციელდეს მუსლიმი და მართლმადიდებელი მოსახლეობის 10-კაციანი ჯგუფების შეხვედრა, რათა მოხდეს შერიგება

ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე სოფელ ბუკნარში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სოფლის მოსახლეობის მხრიდან არის მზაობა,  მოხდეს მათი შეხვედრა და შერიგება.
„სოფელ ბუკნარში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მითხრეს, რომ მუსლიმი თემისა და მართმადიდებელი მოსახლეობის მხრიდან 10-10 კაცი იყოს წარმოდგენილი, რათა მოხდეს მათი შეხვედრა და შერიგება.
მე მაქვს სოფლიდან ინფორმაცია, რომ სოფელში მოსახლეობის დიდ ნაწილს ერთმანეთთან არანაირი პრობლემა არ აქვთ, შერიგებულები არიან და გააგრძელებენ ჩვეულ ცხოვრებას”, – აღნიშნავს ვასილ ჩიგოგიძე.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ბუკნარში სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება. მუსლიმი თემის წარმომადგენლები პარასკევის დიდი ლოცვის დასაწყებად ემზადებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები