კორონავირუსით ინფიცირებული, სომხეთის პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა – სარქსიანი ორმხრივი პნევმონიით ჰოსპიტალიზებულია

სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარქსიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ის ორმხრივი პნევმონიით არის ჰოსპიტალიზებული.

ინფორმაციას სარქსიანის პრესსამსახური ავრცელებს.​

აღსანიშნავია, რომ სარქსიანსა და მის მეუღლეს კორონავირუსი იანვრის დასაწყისში დაუდასტურდათ. დადებითი პასუხის მიღების მომენტში ისინი ლონდონში იმყოფებოდნენ. სარქსიანი თვითიზოლაციაში გადავიდა, თუმცა, მდგომარეობა გაუარესდა.

როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, სარქსიანი სამშობლოში ექიმების ნებართვის მიღების შემდეგ, ჯანმრთელობის დასტაბილურებისთანავე დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები