არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას თუ არაფორმალური მმართველი ჰყავს, პირველ ყოვლისა, ეს მიხეილ სააკაშვილია

“ოპოზიციას თუ არაფორმალური მმართველი ჰყავს, პირველ ყოვლისა, ეს მიხეილ სააკაშვილია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი იყო სრულად ლეგიტიმურ პოზიციაზე იმისთვის, რომ მონაწილეობა მიეღო პოლიტიკური მმართველობის პროცესში.

,,ოპოზიციას თუ არაფორმალური მმართველი ჰყავს, პირველ ყოვლისა, ეს მიხეილ სააკაშვილია. სწორედ ესაა არაფორმალური მმართველობის კლასიკური მაგალითი – როდესაც სხვა ქვეყნიდან, უკანონო ჩარევით, ადამიანი მართავს რადიკალურ ოპოზიციას და მეორე – როდესაც უმანდატო პოლიტიკოსები მანდატიანებს უხევენ მანდატებს. ამაზე მეტი არაფორმალიზმი რა გნებავთ?

ბატონი ბიძინა ივანიშვილი გახლდათ ფორმალურ პოზიციაზე. ის იყო სრულად ლეგიტიმურ პოზიციაზე იმისთვის, რომ მონაწილეობა მიეღო პოლიტიკურ, მმართველობის პროცესში. ის ტოვებს თანამდებობას და შესაბამისად, კანონმდებლობისა და პარტიის ძირითადი წესებისა და დებულებების თანახმად, პოლიტსაბჭო აირჩევს ახალ თავმჯდომარეს და განახლდება პოლიტსაბჭო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები