როგორი იქნება ომი მომავალში – ტექნოლოგია, რომელიც ეფექტურობით ბირთვულ იარაღს უტოლდება

როგორი იქნება მომავლის ომები? როგორც სამხედრო საქმის რუსი სპეციალისტები ამტკიცებენ, დიალექტიკის კანონებიდან გამომდინარე, მომავალ ომში გადამწყვეტი იქნება ხარისხი და არა – რაოდენობა. მათი თქმით, 2020 წელს გამოჩნდა, რომ რევოლუციამ სამხედრო საქმეში კარზე დააკაკუნა.
რუსი სამხედროების შეფასებით, 2020 წელს გამოჩნდა, რომ ისევე, როგორც ლაზერულ იარაღთან მიმართებით, თურქეთი გახდა ნოვატორი საჰაერო ომებშიც. მათი მტკიცებით, ლაზერი კარგია, თუმცა, თურქებმა დრონების სახით ომის წარმოების უფრო იაფ და, ამავდროულად, ეფექტურ საშუალებას მიაგნეს.

„თურქულმა უპილოტო თვითმფრინავებმა – “ბაირახტარმა”, რომლებიც მასობრივად ჯერ სირიაში გამოიყენეს, შემდეგ – ლიბიასა და ყარაბაღში, ძალიან სისხლიანი მოსავალი მიიღეს. ამავე დროს, ყველა ომში ერთი ასეთი აპარატის დაკარგვის ღირებულება აღმოჩნდა შეუდარებელი მის მიერ მიყენებულ ზარალთან. ჩამოგდებული “ბაირაქტარის” ქვედანაყოფების სანაცვლოდ, თურქებმა გაანადგურეს ათობით ტექნიკა და ათობით მტრის ჯარისკაცი და ოფიცერი, ზოგჯერ – ასობით. სომხეთის წინააღმდეგობის ბოლო დღეები ყარაბაღში უბრალოდ ხოცვა- ჟლეტვა იყო, მას სხვა სახელი არ აქვს. ილჰამ ალიევი ამტკიცებს, რომ ”ძმური თურქეთის” თვითმფრინავებმა გაანადგურეს სომხეთის სამხედრო ტექნიკის იმდენი ნაწილი, როგორც აზერბაიჯანის ყველა სხვა მძიმე იარაღი. ამავე დროს, ჩამოგდებული “ბაირაქტარი” უბრალოდ დაკარგული “რკინაა”, მაგრამ მისი სამიზნეები კლავენ ხალხს“, – აცხადებენ რუსეთის გენშტაბთან დაახლოებული სამხედრო ექსპერტები.

მათი თქმით, სომხურ ჯარებს დიდი პრობლემები ჰქონდათ საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით ისე, როგორც ადრე სირიელებს და ხალიფა ჰაფტარის არმიას ლიბიაში. სპეციალისტების მოსაზრებით, თურქეთის მტრების ადგილას კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილი ჯარი რომ ყოფილიყო, „ბაირახტარების“ დანაკარგები უფრო მეტი იქნებოდა, ხოლო მათი მსხვერპლი – გაცილებით ნაკლები. მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ამ შემთხვევაში მხოლოდ მატერიალურ ზარალს მიიღებდნენ, მოწინააღმდეგეს კი მაინც დიდ ზარალს მიაყენებდნენ.

მცირე ზომის „ბაირახტარის“ საბრძოლო მასალები გაცილებით ნაკლები ღირს, ვიდრე ტრადიციული, “ჭკვიანი” ბომბები და რაკეტები, შესაბამისად, “ბაირახტარების” გამოყენება ღარიბ მოწინააღმდეგესაც შეუძლია. ეს არის ტენდენცია, რომლის დაუფასებლობაც დაუშვებელია.
სამხედრო სპეციალისტების განმარტებით, ადრე ზუსტი იარაღი მხოლოდ სპეციალური ძალების მიერ განსაკუთრებული სამიზნეების გასანადგურებლად გამოიყენებოდა. ახლა კი შეგიძლია, ორი უპილოტო გაუშვა და მოწინააღმდეგეს უდიდესი ზარალი მიაყენო.

როგორც სამხედროები ამბობენ, ეს საეტაპო მომენტია ომების წარმოების სტრატეგიაში.
მათი აზრით, ახლა გაცილებით იაფია წყვილი უპილოტოს გაშვება, რომლებიც უფრო დიდი ალბათობით გაანადგურებენ სამიზნეს, ვიდრე – მისი მიმართულობით გასროლილი ასეულობით არამართული ჭურვი. ეს ყველაფერი სხვა შესაძლებლობებს უხსნის სუსტ ქვეყნებს. მათი მოწინააღმდეგე ათასჯერ დაფიქრდება, ვიდრე ომს დაიწყებს. ომი მათ ისეთ დანაკარგებს ჰპირდება, რასაც აქამდე ვერც წარმოიდგენდნენ.

სამხედრო საქმის სპეციალისტების შეფასებით, დიდი ეფექტურობით გამოირჩევა ასევე ე.წ. კამიკაზე ისრაელის მიერ წარმოებული დრონებიც.

სპეციალისტების შეფასებით, ეს საბრძოლო მასალა იდეოლოგიურად ახალი იარაღია. სხვა იარაღისგან განსხვავებით, მათ ჯერ გაუშვებენ, შემდეგ კი ეძებენ მიზანს და მაშინვე ურტყამენ მას. სპეციალისტები ამ იაღაღის უარყოფით მხარეზეც მიუთითებენ, კერძოდ, ოპერატორის აუცილებლობაზე, რომელიც იარაღს სამიზნისკენ მიმართავს. ამის მიუხედავად, სამხედროები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ე.წ. კამიკაძეების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალება ჯერ არ არსებობს.
როგორც ირკვევა, მალე ახალი, ხელოვნური ინტელექტის მქონე დრონების წარმოება დაიწყება და მათი მოგერიება კიდევ უფრო გართულდება.
შეიარაღების ასეთ სისტემებზე ამერიკელები მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ და, როგორც ირკვევა, მათ უკვე მიაღწიეს არა მხოლოდ ავტონომიურ მანევრს ადამიანის კონტროლის გარეშე, არამედ – რობოტების ( დრონების) თვითშეფასებას ფრენის დროს. „ბოინგმა“ უკვე შეძლო თავისი თვითმფრინავების წარმატებული ავტონომიური ფრენები. სპეციალისტების შეფასებით, ცოცხალი ოპერატორის საჭიროების არარსებობა იაფი რობოტების უზარმაზარი რაოდენობით გამოყენების საშუალებას იძლევა, რაც ეფექტურობით ბირთვულ იარაღსაც კი გადააჭარბებს.

მომავლის იარაღზე, თუმცა საკმაოდ ძვირზე, უკვე წლებია, მუშაობენ ამერიკელებიც. ბოლო ცნობებით, ამერიკელებმა უკვე დაიწყეს შემდეგი თაობის საჰაერო დომინირების (NGAD) საბრძოლო თვითმფრინავის საცდელი ფრენები. ახლა მოწინააღმდეგის საჰაერო სივრცეში იგზავნება შეუმჩნეველი “სკაუტი-მკვლელი”, რომლის აღმოჩენა და განადგურება თითქმის შეუძლებელია არსებული საშუალებებით. ამ მანქანას შეუძლია, დაადგინოს საჰაერო სამიზნეები და უზრუნველყოს მათი განადგურება ისე, რომ თავად მიუწვდომელი დარჩეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები