“გაფართოების საკითხებზე მსჯელობისას საქართველოს დადანაშაულება რაიმე არგუმენტირებული პოზიციით რთული იქნება” – ვოლსკი

“გაფართოების საკითხებზე მსჯელობისას საქართველოს დადანაშაულება რაიმე არგუმენტირებული პოზიციით რთული იქნება”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ამ უსაფუძვლო ბრალდებებს თუ გაჰყვნენ და კუბილიუსს, იუკნევიჩიენეს, კოსის პირად მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღეს გადაწყვეტილება, რასაკვირველია, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს სერიოზული ჩანაფიქრია და საქართველოში არსებულ რეალურ ვითარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ჩანაფიქრი ძალიან მძიმე და აშკარაა. მათი მოსაზრებით, საქართველოს დანიშნულება საზარბაზნე ხორცად ქცევაა. დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბრის მოვლენებს და სხვა უამრავ ფაქტს გაიხსენებენ, რომელიც მათივე მხარდაჭერილი აქციების ორგანიზებას უკავშირდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნება ხვალისთვის არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები