დავით მათიკაშვილი: ხაზარაძემ არ იცის, საბაზრო ეკონომიკა რა არის? – თაღლითების მხრიდან ქართულ ეკონომიკაზე თავდასხმა ხდება

,,მატყუარებისა და თაღლითების პარტიისგან სხვა რა მოლოდინი გაქვთ? ხაზარაძემ არ იცის, საბაზრო ეკონომიკა რა არის?”,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს: „კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, საქართველოში ორი ანკლავი გაშენდეს, კრწანისის ტყე-პარკსა და გონიოში არაბების მიერ ქალაქების აშენება ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს“.

მათიკაშვილის თქმით, თაღლითების მხრიდან ქართულ ეკონომიკაზე თავდასხმა ხდება.

„საზოგადოებამ კარგად იცის, მისი განცხადებები „ჰუალინგზე“ როგორ გამართლდა. ნახეთ, „ჰუალინგში“ ჩინური დასახლება სად არის. ამ განცხადებასაც იგივე ბედი ეწევა. თაღლითების მხრიდან ქართულ ეკონომიკაზე თავდასხმა ხდება და ეს მკაფიო მაგალითია. კარგი და პროგრესული არაფერი მოსწონთ, რაც საქართველოში ხდება, მათ ინტერესებში არ შედის. ანაკლიის პორტზე მათი მცდელობები გაიხსენეთ, როცა გადამხდელების ჯიბიდან მილიარდნახევრის ამოღებას ცდილობდნენ. ასეთი განცხადებებით მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებენ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები