“არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ერთსა და იმავე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და ჰგონიათ, რომ საქართველომ მართლა შეიცვალა საგარეო კურსი ან აქ შავი ხვრელია, რომლის წინააღმდეგაც ეს ადამიანები იბრძვიან” – ვოლსკი

“გზის გადაკეტვა არის მექანიზმი, რომლითაც საქართველოს ებრძვიან – არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ერთსა და იმავე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და ჰგონიათ, რომ საქართველომ მართლა შეიცვალა საგარეო კურსი, არჩევნები გააყალბა, ან აქ შავი ხვრელია, რომლის წინააღმდეგაც ეს ადამიანები იბრძვიან”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

“რეალურად, ეს არის შეუმდგარი რევოლუციის ნარჩენი, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს ძალიან ბევრ მოქალაქეს აწუხებს და არანაირი საფუძველი არ გააჩნია“, – განმარტა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები