დმანისს განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან პირველ ეტაპზე 4 პროექტი დაუფინანსდა
დმანისის მუნიციპალიტეტეში 2014 წელს 1 452 666,9 ლარის ღირებულების 4 პროექტი განხორციელდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დმანისი-საფარლოს გზიდან ტყისპირის გავლით სოფელ ირგანჩაის გზისა და დმანისი-ბედიანის გზიდან დაგარახლო-იფნრის გავლით სოფელ კიზილაჯლოს გზის მოასფალტებაა დაგეგმილი.
მოასფალტების სამუშაოები დმანისი-საფარლოს ცენტრალური გზიდან სოფელ პანტიანის მისასვლელ გზაზეც დასრულდება . ქალაქ დმანისში კი გოგებაშვილის ქუჩიდან სააკაძის ქუჩის კვეთამდე სანიაღვრე არხები და მიმღები კოლექტორები მოეწყობა. საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი პროექტები უკვე შეისწავლა და მისი დაფინანსების გადაწყვეტილება გასულ კვირას ჩატარებულ კომისიის სხდომაზე მიიღო.
შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.