ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკა გაიზარდა და 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან ვირუსს 113 ადამიანი ემსხვერპლა, ბოლო ერთ დღეში კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა.

ასევე, ბოლო 24 საათში ინფიცირების 113 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან უკვე 8 675-ე შემთხვევაა.

გუდაუთის საავადმყოფოში 96 ადამიანი მკურნალობს, მათგან 29-ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმის საავადმყოფოში 36; ოჩამჩირის 29, ტყვარჩელის 15, ხოლო გაგრის კლინიკაში 45 კოვიდპაციენტია მოთავსებული.

სოხუმის პრავალპროფილურ ჰოსპიტალში 40 პირი იმყოფება, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

ვირუსის დამარცხება სულ 6786 -მა ადამიანმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები