ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების რამდენიმე შემთხვევასთან დაკავშირებით კვლევა ჩატარდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების რამდენიმე შემთხვევასთან დაკავშირებით კვლევა ჩატარდება.

მისივე თქმით, ეჭვი იმისა, რომ რეიფინცირება დაფიქსირდა, დაახლოებით, 7-8 შემთხვევაზე იყო.

„დაახლოებით, 7-8 შემთხვევაზე გვქონდა ეჭვი. რეინფიცირება რომ დაადგინო, პირველადი, გაზაფხულის ნიმუში და მეორე ნიმუში უნდა გქონდეს ერთად და მოახდინო შემდეგ მათი გენეტიკური კვლევა. სამწუხაროდ, ზოგიერთის პირველადი ნიმუშები არ არის, ახლა ხდება მოპოვება. არ იქნა სხვადასხვა ლაბორატორიიდან შენახული ის ნიმუშები, ყველა დადებითი ნიმუში არ ინახება ხოლმე. შესაბამისად, რამდენიმე ნიმუშზე კვლევა რეინფიცირებასთან დაკავშირებით იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები