“გამოითქვა მზაობა, რომ კანონპროექტი პარტიების დაფინასებაზე გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში, ეს არის ტაქტიკური წინსვლა, ჩვენი ოპონენტები აღმოჩნდებიან უხერხულობაში” – ანრი ოხანაშვილი
პარლამენტში პირველი მოსმენის ფარგლებში წარვადგინე კანონპროექტი, რომელიც შეეხება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სამართლიან და კონსტიტუციის შესაბამისად დაფინანსების საკითხს”, – ამის შესხებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, პარტიების დაფინასების თაობაზე გამოითქვა მზაობა, რომ კანონპროექტი გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში და როდესაც იქედან იქნება დასკვნა, ამის შემდეგ გაგრძელდება მეორე მოსმენა.
„ჩვენ პლენარული სხდომის ფარგლებში გარკვეული საკითხები შევცვალეთ, რომელიც ასახული იქნება საკომიტეტო მოსმენის დროს, თუმცა, ბატონ ირაკლი კობახიძის მხრიდან გაკეთდა შემოთავაზება, რომ ვინაიდან ჩვენი მთვარი ამოცანა არის, პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველა დაინტერესებულ პირს მიეცეს შესაძლებლობა პროცესში მონაწილებისა და რადგანაც ჩვენთვის ვენეციის კომისია თუ სხვა მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციები მნიშვნელოვანია, რომელთაც შეუძლიათ, განახორციელონ ექსპერტიზა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, გამოვთქვით მზაობა, რომ კანონპროექტი გავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში და როდესაც იქედან გვექნება დასკვნა, ამის შემდეგ განვაგრძოთ მეორე მოსმენა საკითხის გარშემო.
ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას არ ადგენს, ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აკეთებს რეკომენდაციებს, ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ ზემოაღნიშნული საკითხი არის ჩვენს კონსტიტუციასთან შესაბამისი, სამართლიანი. ეს არის საბიუჯეტო სუბსიდირებაზე გათვლილი პროექტი, თუმცა, თუ კონსენსუსის ფუძველზე შევთანხმდებით, გავაგზავნოთ თუ არა ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში, ოპონენტებაც ვკითხოთ და თუ ამის შესაძლებლობა იქნება, ჩვენ მზაობას გამოვთქვამთ.
ეს არის ტაქტიკური წინსვლა, ჩევნი ოპონენტები აღმოჩნდებიან უხერხულობაში. მათ ძალიან კარგად იციან, ეს არის კონსტიტუციასთან შესაბამისი პროექტი და მოუწევთ მათ, რომ ვენეციის კომისიას დაელოდნონ და ვნახოთ, რა შეფასებებს გააკეთებენ, რამდენად გაიზიარებენ ისინი ამ იდეას, თუმცა, შეიძლება, კიდეც არ მოეწონოთ, ვინაიდან ეს კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც და საბოლოო ვერსიაც, მათ მცდელობას რომ გადაეფარათ, თითქოს, ისინი პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში არიან.
ჩვენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ოპოზიციის პროდასავლურობას კიდევ ერთხელ ავხდით ფარდას. საზოგადოებას მათ რეალურ სახეს ვაჩვენებთ, რომ ისინი დემოკრატიულ პროცესებში არ იღებენ მონაწილეობას”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.